ოკუპირებულ გალში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს
ოკუპირებულ გალში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოში დღეს გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლის,პარლამენტის და სამინისტროების შენობებზე. სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარი გამოთქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა
