უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში დაადანაშაულა
უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში დაადანაშაულა. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ტრანზიტის შეწყვეტამ სლოვაკეთი დააზიანა და დეკემბერში მისი მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი სწორედ სლოვაკეთის გაზით მომარაგების უზრუნველყოფა იყო. რუსული გაზსადენის გადაკეტვის საკითხს რობერტ ფიცო ბრიუსელში ენერგეტიკის საკითხების ევროკომისართან განიხილავს
