კალიფორნიაში ხანძრის გამო გუბერნატორსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებენ სოციალურ ქსელ "იქსზეც
კალიფორნიაში ხანძრის გამო გუბერნატორსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებენ სოციალურ ქსელ იქსზეც. მათ შორის, დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ლოს ანჯელესის სახანძრო განყოფილებამ საკუთარი აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკრაინას გადასცა. კრიტიკას უერთდება ილონ მასკიც. მან ჟურნალისტი ნატალი უინთერსის პოსტი გააზიარა, რომელიც წერს, რომ „ჯო ბაიდენის იუესეიდმა უკრაინის 16 სახანძრო განყოფილება დააფინანსა“ - მასკი ამ ინფორმაციისა და ხანძრების ფონზე კითხულობს თუ ვინ იზრუნებს უშუალოდ კალიფორნიაზე.
