დონალდ ტრამპი კალიფორნიაში მძვინვარე ხანძრის გამო, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს
დონალდ ტრამპი კალიფორნიაში მძვინვარე ხანძრის გამო, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. ტრამპის თქმით, სწორედ კალიფორნიის გუბერნატორის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ შტატს ამჟამად მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად წყალი არ აქვს. ლოს ანჯელესის ოლქში გავრცელებული ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს, მეხანძრეებმა ჯერ ცეცხლის ვერცერთი კერის ლოკალიზება ვერ შეძლეს. შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი.
