ოკუპირებულ გალში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ბავშვებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ
ოკუპირებულ გალში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ბავშვებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილთა ოჯახის ნათესავების და მეზობლების ნაწილმა გამარტივებული წესით მოახერხა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და საბერიოში ბავშვების დაკრძალვაზე ჩასვლა. ვინც ვერ გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზუგდიდის სოფელ ახალკახათში, მდებარე აფხაზეთის მე-14 სკოლაში შეიკრიბა .იმ საკლასო ოთახებში, სადაც სწავლობდნენ 7 და 6 წლის, ემილი და ანამარია ჭოლარიები, სპეციალური კუთხე მოეწყო. სკოლის ეზოში დაშვებულია საქართველოს დროშა.
