საქართველოში გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ,ასევე პრეზიდენტის სასახლის,პარლამენტის და სამინისტროების შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში. გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაუშვეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე . საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.
