ლოს-ანჯელესში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება
ლოს-ანჯელესში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა. 100 ათასზე მეტმა კი, სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. განადგურებულია ათასობით შენობა-ნაგებობა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ხანძარი გავრცელდა „ჰოლივუდ ჰილსშიც“, მათ შორის იმ ტერიტორიაზეც, სადაც ცნობილ ადამიანებს აქვთ სახლები. ხანძარი, რომელიც პალისადების ტერიტორიაზე სამშაბათს გაჩნდა, ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი გახდა. ზარალი მილიარდობით დოლარს შეადგენს.
