სესილია სალა იტალიაშია - პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი ირანიდან სამშობლოში სპეციალური რეისით ჩაიყვანეს.
სესილია სალა იტალიაშია. პატიმრობიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი ირანიდან სამშობლოში სპეციალური რეისით ჩაიყვანეს. სამხედრო აეროდრომზე მას მშობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონიც. 29 წლის იტალიელი ჟურნალისტი თეირანში 19 დეკემბერს დაუდგენელი მიზეზით დააკავეს. მისი გათავისუფლება დიპლომატიური ჩარევის საშუალებით მოხერხდა.
