გრენლანდია შესაძლოა გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მოსახლეობას სურს, მაგრამ ის ამერიკის შტატი არ გახდება
გრენლანდია შესაძლოა გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მოსახლეობას სურს, მაგრამ ის ამერიკის შტატი არ გახდება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, კოპენჰაგენი სრულად აღიარებს, რომ გრენლანდიას აქვს საკუთარი ამბიციები და თუ ისინი განხორციელდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი. ცნობილი ხდება ისიც, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი დღეს პარტიების ლიდერებს გრენლანდიის საკითხის განსახილველად შეხვდება.
