რუმინეთის მთავრობამ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღები გამოაცხადა
რუმინეთის მთავრობამ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღები გამოაცხადა. არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, მეორე ტური კი 18 მაისს გაიმართება. 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა. ამის მიზეზად სასამართლომ, რუსეთის მიერ კოორდინირებული ონლაინ კამპანია დაასახელა, რომლითაც მოსკოვი ცდილობდა არჩევნებში მისთვის სასურველ კანდიდატს, ჯორჯესკუს გაემარჯვა.
