საქართველოში გლოვის დღეა - მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ,ასევე პრეზიდენტის სასახლის,პარლამენტის და სამინისტროების შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს ხუთი ბავშვი 5 იანვარს ემსხვერპლა.
