ამანათი ასაფეთქებლით
კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან გაგზავნილ ამანათში, რომელიც თბილისში უნდა ჩამოეტანათ, ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს. მოლდოვის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მებაჟეების ეჭვები დისტანციურად მართვადმა სათამაშო ავტომობილმა გამოიწვია. ნივთის სკანირების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მასში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სპეციალისტებმა მოწყობილობის განეიტრალება ადგილზევე მოახერხეს.
