გაზრდილი სავალუტო რეზერვები
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324-მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4,45 მეასედ მილიარდ დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.
