ილონ მასკი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ ბრალდებების წამოყენებას განაგრძობს
ილონ მასკი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ ბრალდებების წამოყენებას განაგრძობს. მისი თქმით, კირ სტარმერმა საკუთარ პარტიას, ათასობით ბავშვზე სექსუალური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე მოკვლევის დაბლოკვა უბრძანა. მასკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ბევრ რამეს მალავს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვანი გოგონები საზარელი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ და სწორი იქნება, თუ ბრიტანელი კანონმდებლები ამ საქმეს გამოიძიებენ. საუბარია გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ სკანდალზე, რომლის თანახმადაც, 1980-იდან 2010-იან წლებამდე პერიოდში, ინგლისში უმეტესად ბრიტანელ-პაკისტანელმა მამაკაცებმა ათასობით მცირეწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადეს.
