ილონ მასკმა ჯასტინ ტრუდო კანადის ყოფილ გუბერნატორად მოიხსენია
ილონ მასკმა ჯასტინ ტრუდო კანადის ყოფილ გუბერნატორად მოიხსენია. მილიარდერი სოციალურ ქსელში კანადის პრემიერის პოსტს გამოეხმაურა. ჯასტინ ტრუდო წერს, რომ არ არსებობს მცირედი შანსიც კი იმისა, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ილონ მასკი ტრუდოს პასუხობს, რომ იგი კანადის გუბერნატორი აღარ არის და მის განცხადებებს მნიშვნელობა აღარ აქვს. შეგახსენებთ, ჯასტინ ტრუდომ პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
