უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა. უკრაინელი სამხედროების სამიზნე ოკუპანტის ის ობიექტი გახდა, რომელიც ნავთობპროდუქტებით ენგელსის სამხედრო აეროდრომს ამარაგებს. იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამ არხები წერენ, რომ ადგილზე 40 ამდე აფეთქება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის რუსულ ობიექტზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოსა და არმიის დრონების დანაყოფის ერთობლივი ოპერაცია იყო.