საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მხრიდან თავდასხმას არ დაუშვებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირი სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მხრიდან თავდასხმას არ დაუშვებს. საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატების გრენლანდიაში შეჭრა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ევროპა ძლიერი კონტინენტია და საკუთარ უსაფრთხოებას კიდევ უფრო აძლიერებს. ბაროს კრიტიკა ტრამპის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც არჩეულმა პრეზიდენტმა პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ეკონომიკური ან სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა.