ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა გაათავისუფლეს
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა გაათავისუფლეს. იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონის ოფისის ცნობით, 29 წლის ჟურნალისტი რომში ბრუნდება. სესილია სალა ირანში 2024 წლის 19 დეკემბერს, რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავეს. მოგვიანებით, ირანის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ იტალიელი ჟურნალისტი ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონს არღვევდა. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, სესილია სალას გათავისუფლება დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხერხდა.
