მოლდოვური მედიის ცნობით, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან გაგზავნილ ამანათში, რომელიც ავიარეისით თბილისში უნდა ჩამოეტანათ, ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს
მოლდოვური მედიის ცნობით, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან გაგზავნილ ამანათში, რომელიც ავიარეისით თბილისში უნდა ჩამოეტანათ, ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს. მოლდოვის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ მებაჟეების ეჭვები დისტანციურად მართვადმა სათამაშო ავტომობილმა გამოიწვია. რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტები გამოიძახეს და ნივთის სკანირების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სპეციალისტებმა მოწყობილობის განეიტრალება ადგილზევე მოახერხეს. კიშინიოვის საბაჟო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე აეროპორტში მყოფებს საფრთხე არ ემუქრებათ. აეროპორტი ჩვეულ ფუნქციონირებას განაგრძობს.
