შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ფაქტს სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. პიტერ სიიარტო წერს, რომ ეს არის ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მივლენილი ელჩის პირადი შურისძიების აქტი. შეფასებები კეთდება თბილისშიც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ისეთი შედეგები დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც რთულად გამოსასწორებელი იქნება. შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
