მმართველ გუნდში იმ მეწარმეების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ, რომლებიც საკუთარ პროდუქციას რუსეთში ყიდიან, პარალელურად კი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეებიც არიან
მმართველ გუნდში იმ მეწარმეების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ, რომლებიც საკუთარ პროდუქციას რუსეთში ყიდიან, პარალელურად კი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეებიც არიან. ამ შემთხვევაში საუბარია ნათია და ლაკო ბუკიებზე. ქრონიკა ლაკო ბუკიას დაუკავშირდა, რომელმაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხებისგან თავი შეიკავა. სატელევიზიო ინტერვიუ მოითხოვა, თუმცა ინტერვიუს შეთავაზების შემდეგ უარი განაცხადა.