ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მზად არის ევროკავშირის სტრუქტურებთან კონსტრუქციული ურთიერთობები დაამყაროს, თუ ისინი აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს გაითვალისწინებენ
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მზად არის ევროკავშირის სტრუქტურებთან კონსტრუქციული ურთიერთობები დაამყაროს, თუ ისინი აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს გაითვალისწინებენ. ალიევის თქმით, გასულ წელს ევროკომისიასთან ურთიერთობები იმედგაცრუებებით იყო სავსე, ამიტომ რთულად პროგნოზირებადია, როგორ განვითარდება აზერბაიჯანის ურთიერთობა ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირმა სომხეთ აზერბაიჯანის საკითხის ნორმალიზაციის პროცესში აშკარად ერევნის მხარე დაიჭირა. ალიევმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტის წინა შემადგენლობა და თქვა რომ ევროდეპუტატების ნაწილმა აზერბაიჯანთან პოლიტიკური ბრძოლა ცხოვრების აზრად გაიხადა.
