მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ძალების დავალებების შემსრულებელია
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ძალების დავალებების შემსრულებელია. ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიანტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდზე გავრცელდა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ზურაბიშვილის როლიდან გამომდინარე, მაკკეინის ინსტიტუტის ეს გადაწყვეტილება არ უკვირს ოპოზიციას.
