„მეტა“ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ფაქტების გადამოწმების პროგრამისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს
„მეტა“ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ფაქტების გადამოწმების პროგრამისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს. მარკ ცუკერბერგის თქმით, მოდერაციის მოქმედი პრაქტიკა დაფუძნებულია საგანგებოდ შერჩეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების მიერ კონტენტში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებაზე, თუმცა, ასეთი ორგანიზაციები, შესაძლოა, პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ. ფაქტების გადამოწმების ლიცენზია მეტასგან საქართველოში სამ ორგანიზაციას ჰქონდა. სამივე მათგანი ოპოზიციასთან არის დაკავშირებული- ამ საკითხზე მმართველ გუნდში გაკეთდა შეფასებები, სადაც თქვეს, რომ ცუკერბერგის გადაწყვეტილებამ და მისმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ფაქტ ჩეკერები პირადი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
