ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ცეცხლის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ამ დროისთვის 500-ს ჰექტრამდე ფართობზე მძვინვარებს. მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
