შეერთებული შტატების ყოფილი, 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ვაშინგტონში გადაასვენეს
შეერთებული შტატების ყოფილი, 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ვაშინგტონში გადაასვენეს. ექსპრეზიდენტის ცხედარი აეროპორტიდან კაპიტოლიუმის შენობამდე ფეხით მიასვენეს. სამგლოვიარო ცერემონია სწორედ კაპიტოლიუმში გაიმართება. ჯიმი კარტერს 9 იანვარს დაკრძალავენ.
