გრენლანდიაში დაანონსებული ვიზიტით ჩავიდა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი
გრენლანდიაში დაანონსებული ვიზიტით ჩავიდა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი. გავრცელებული ცნობით, ის პოდკასტისთვის ვიდეოს გადაღებას აპირებს, პარალელურად კი დაგეგმილია ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა.
