ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიწვეულ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სურს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ეწოდოს
ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიწვეულ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სურს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ეწოდოს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მექსიკას, დაეხმაროს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შეჩერებაში და მექსიკისთვის ტარიფების დაწესების პირობის შესახებაც ისაუბრა. არჩეული პრეზიდენტი გრენლანდიისა და პანამის არხის საკითხსაც შეეხო.
