რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მოქმედი მასპინძელი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მოქმედი მასპინძელი კიდევ ერთხელ დაადანაშულა. მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ შეუძლია გაიგოს რუსეთის გრძნობები უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის კიდევ უფრო გამწვავება არ გამორიცხა.
