ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავისი ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავისი ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტის თაობაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტაინის ფორმატის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე განაცხადებს. პაკეტის ზუსტი ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ის შესაძლოა სრულად არ მოიცავდეს იმ ოთხ მილიარდ დოლარს, რომელიც თეთრ სახლს კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში დარჩა.
