შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციულად, ალილოს დროს შემოწირულობა გაიღეს: მოსახლეობამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა, თბილისის მერიამ, საკრებულომ, პარლამენტმა და სხვადასხვა კერძო კომპანიამ. შემოწირულობები საჭიროების მიხედვით ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადანაწილდება. „ალილოს“ ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ორი ათას წელს აღდგა.
