შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზდენტის განცხადებას გამოეხმაურა
„მტკივნეული სანახავია, როცა კორუფციის საკითხზე მორალისტური ქადაგების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი საკითხების პირისპირ აღმოჩნდა, რომელსაც მისი ერის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის საკითხზე, რომელზეც ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ისაუბრა.
