გაძვირებული ენერგომატარებლები ევროპაში
გერმანიაში ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება. ბლუმბერგი წერს, რომ სამომხმარებლო ფასებმა დეკემბერში გასულ წელთან შედარებით, 2,9 მეათედი პროცენტით მოიმატა. ინფლაციის ზრდა, ელექტროენერგიასა და სურსათზე დანახარჯების გაზრდამ გამოიწვია. უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა, ევროპის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახა. ევროკავშირი იაფ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ამცირებს და უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, აგრესორი ქვეყნის ენერგომატარებლების იმპორტის სრულად ჩანაცვლებას გეგმავს
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
