Meta ფაქტ-ჩეკერებს აუქმებს
კომპანია Meta საკუთარ პლატფორმებზე ფაქტების შემოწმების პროგრამას წყვეტს. მარკ ცუკერბერგი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სიტყვის თავისუფლების აღდგენის პირობას დებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, Meta ამიერიდან მის პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების აღდგენაზე აქტიურად იზრუნებს. Meta-ს ფაქტების შემოწმების პროგრამა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდა და მის პლატფორმებზე კონტენტის შინაარსის და დეზინფორმაციის სამართავად გამოიყენებოდა. თუმცა როგორც კომპანიის გლობალური ურთიერთობების მთავარმა ოფიცერმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს აღიარა, Meta-ს კონტენტის მოდერაციის ამჟამინდელმა პრაქტიკამ ძალიან შორს შეტოპა. ფაქტს ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც
