ალილო თბილისში
საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 25 წლის წინ აღდგა. თბილისში ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. შობის მახარობლები რუსთაველის გამზირი და ბარათაშვილის აღმართი გაიარეს. შეგროვილი ნობათი კი სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს. სასულიერო პირებმა პარაკლისიც გადაიხადეს. შემოწირულება ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
