პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
რამდენად მნიშვნელოვანია უფლის რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით პასუხი და მოყვასის სიყვარული - საშობაო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ერს იმ გზავნილებით მიმართა, რაც ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ილია მეორემ თავის ეპისტოლეში რეალობა და გამოწვევები ორი სიტყვით აღწერა - ეგოიზმი და ამპარტავნება. ერს კი სიყვარულისკენ და ერთობისკენ მოუწოდა. საშობაო ლიტურგიას ტრადიციულად, მრევლთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები