უკვე მესამე დღეა თბილისში, დავით ქირიას სახელობის დარბაზში, სპორტული კარატეს საერთაშორისო კემპი მიმდინარეობს
უკვე მესამე დღეა თბილისში, დავით ქირიას სახელობის დარბაზში, სპორტული კარატეს საერთაშორისო კემპი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 27 ქვეყნის - 1200-ზე მეტი წამყვანი სპორტსმენი სტუმრობს. მათ შორის არის ხუთგზის მსოფლიოს, 11 გზის ევროპის და ვიცე-ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ აგაევი. საერთაშორისო კემპი პრესტიჟული ტურნირის სერია ე-სთვის მოსამზადებელი ღონისძიებაა, რომელსაც 10-12 იანვარს თბილისი უმასპინძლებს. მასშტაბური ტურნირი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. სერია ე-ს მასპინძლობის უფლება ჩვენმა ქვეყანამ 3 წლის ვადით მოიპოვა
