საუდის არაბეთში წყალდიდობას ებრძვიან
საუდის არაბეთში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო, მექასა და მედინაში ათობით დასახლება დაიტბორა. წმინდა ქალაქებში, ასევე ნაწილობრივ საპორტო ქალაქ ჯიდაში, განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული. დაზიანებულია ქალაქების ინფრასტრუქტურა და შენობები. სტიქიის ზონიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყალდიდობის გამო შეფერხებით მუშაობს ჯიდას აეროპორტიც
