ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი
ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ტიბეტში, წმინდა ქალაქ შიგაცეში მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ათობით სახლი და შენობა დაანგრია. რეგიონში შეფერხებულია ელექტროენერგიის და სასმელი წყლის მიწოდება. როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, მიწისძვრით დაზარალებულთა გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში არმიის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი
