ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ილონ მასკი სოციალური ქსელით გერმანული ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის ფარგლებში გაერთიანების შიდა წესებს
ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ილონ მასკი სოციალური ქსელით გერმანული ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის ფარგლებში გაერთიანების შიდა წესებს. როგორც ცნობილია, ხვალ ამერიკელ მილიარდერს და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრს ილონ მასკს, სოციალური ქსელის პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში გერმანული ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ექნება ინტერვიუ. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გერმანული ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის გამო ბერლინმა მილიარდერი ფედერალურ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა
