Bloomberg-ი წერს, რომ ევროპა რეკორდული რაოდენობის რუსულ თხევად გაზს ყიდულობს
Bloomberg-ი წერს, რომ ევროპა რეკორდული რაოდენობის რუსულ თხევად გაზს ყიდულობს. სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში 2020 წელს თუ 10 მილიონი ტონა რუსული თხევადი აირი შედიოდა, 2024 წელს ეს მონაცემი თითქმის 16 მილიონ ტონამდე გაიზარდა. მართალია, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის გადაკეტვით რუსეთმა იზარალა, თუმცა მოსკოვს საწვავის ევროპისთვის მიწოდების ალტერნატიული ვარიანტები აქვს, რომელიც მას სერიოზული ეკონომიკური დარტყმისგან დაიცავს. მოსკოვი 2035 წლისთვის სანქციების მიუხედავად თხევადი გაზის ექსპორტის გასამმაგებას გეგმავს, გაზსადენებით კი ის ბუნებრივ აირს ევროპის ნაცვლად სხვა მყიდველს მიაწვდის, მაგალითად ჩინეთს
