საფრანგეთში სამხედრო სწავლება რამდენიმე ათეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა თვითნებურად მიატოვა
საფრანგეთში სამხედრო სწავლება რამდენიმე ათეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა თვითნებურად მიატოვა. დეზერტირობის ფაქტი მედიასთან, საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა დაადასტურა. თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს ყაზარმებიდან გასვლის უფლება ჰქონდათ. დეზერტირობის ფაქტები უკრაინის 155-ე მექანიზებულ ბრიგადაში მოხდა, რომელიც სრულად გადაამზადა და აღჭურვა საფრანგეთმა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების სანიმუშო სამხედრო დანაყოფი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკრაინაში დაბრუნებისთანავე გაჩნდა ეჭვები, რომ ბრიგადა არაბრძოლისუნარიანია. უკრაინელმა დეპუტატმა მარია ბეზუგლაიამ მას ზომბი-ბრიგადაც კი უწოდა. დეზერტირობის ფაქტების გავრცელების გამო უკრაინის არმიის ხელმძღვანელმა ელიტურ ბრიგადაში ვითარების შესწავლისა და გამოძიების განკარგულება გასცა
