საშობაო ალილო გაიმართა მარნეულში
საშობაო ალილო გაიმართა მარნეულში. მრევლი დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, საიდანაც ფეხით მსვლელობა მოაწყო ქალაქის ქუჩებში. მათ წინ ჩოხოსნები და ცხენოსნები მოუძღოდნენ. მრევლმა შემოწირულება შეაგროვა. რომელსაც მოგვიანებით გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგებენ
