საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა ზუგდიდში
საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა ზუგდიდში. ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღავლინეს. ალილოში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელო პირები, მრევლთან ერთად მონაწილეობდნენ
