პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ლიბერალური ფაშიზმი ქართული მოვლენა არ არის და მასშტაბურად კოორდინირებულია
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ლიბერალური ფაშიზმი ქართული მოვლენა არ არის და მასშტაბურად კოორდინირებულია. ირაკლი კობახიძემ პია კაუმას მადლობა გადაუხადა მონდომებისა და სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას. მმართველ გუნდში ამ განზრახვის მიმართ კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულებაზეც საუბრობენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ვიზიტის გადადების მიზეზებს განმარტავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად, პია კაუმა ქვეყანაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ინკლუზიური დიალოგის გარემოს არ არსებობას ასახელებს, ასევე ხაზგასმით წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდა
