მმართველმა გუნდმა დღეს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების შარშანდელი ნარატივი გაიხსენა, როცა 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს „რუსული შობა“ უწოდეს
მმართველმა გუნდმა დღეს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების შარშანდელი ნარატივი გაიხსენა, როცა 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს „რუსული შობა“ უწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იმავე ადამიანებმა წელს შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფსევდოლიბერალები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ და წელს მათი დავალება განსხვავებულია
