ენ ბი ეის მორიგ შეხვედრაში „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ-იორკ ნიქსი“ 9-ქულიანი სხვაობით, 103-94 დაამარცხა
ენ ბი ეის მორიგ შეხვედრაში „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ-იორკ ნიქსი“ 9-ქულიანი სხვაობით, 103-94 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში გოგა ბითაძემ 22 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და რვიდან შვიდ შემთხვევაში მოხსნა დაცვაში შეასრულა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ 10 იანვარს, „მინესოტასთან“ გამართავს.
