დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა
დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავად დაადასტურა. ამერიკული მედიის ცნობით, მომავალი პირველი პირის ვაჟი ერთდღიანი კერძო ვიზიტის დროს, პოდკასტისთვის ვიდეოს ჩაწერს. თეთრი სახლის მომავალმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განასცხადა, რომ გრენლანდია შეერთებულ შტატებს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან, ეს შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ გრენლანდია შტატების შემადგენელი ნაწილი გახდება, ამით სარგებელს თავად გრენლანდიელებიც მიიღებენ.
