ბრაზილიამ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემები ყაზახეთს გადასცა
ბრაზილიამ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემები ყაზახეთს გადასცა. ბრაზილიის ლაბორატორიაში თვითმფრინავის კაბინის ჩამწერებიდან, მონაცემების ამოღება ცოტა ხნის წინ დაასრულდა. აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ბაქოდან ჩეჩნეთისკენ მიემართებოდა, თუმცა საფრენი აპარატი გროზნოსთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. საბოლოოდ თვითმფრინავმა, კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ავარული დაშვების დროს განიცადა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დააიღუპა. ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რუსეთი ავიაკატასტროფის გარემოებების დამალვაში დაადანაშაულა. ალიევმა განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ჩეჩნეთი საჰაერო სივრცეს დროულად დაკეტავდა.
