პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ევროპა შესაძლოა მალე წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ევროპა შესაძლოა მალე წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. სიკორსკი ამბობს, რომ ევროპა ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი ფიქრობს, ხოლო რუსეთი გაცილებით სუსტია ვიდრე ბევრ ევროპელს მიაჩნია. მინისტრის თქმით, უკრაინა არ შეიძლება მიიღოს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს.
